• ქართული
  • English
  • Russian
  • Simplified Chinese
 
 
   
 
 
logo
       
 
   
 
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია - ტვირთების ტრანსპორტირება ნებისმიერი მიმართულებით

         ვორლდ ექსპრესი – იოლი გზა თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის!

          იკითხავთ - როგორ?
       პასუხი მარტივია: საკმარისია შეარჩიოთ საიმპორტო ან საექსპორტო პროდუქცია, დანარჩენზე შეგიძლიათ არ იზრუნოთ - ვორლდ ექსპრესი, სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია, თავად მოაგვარებს ყველაფერს და თქვენს ტვირთს თქვენს მიერ მითითებულ საწყობში მიიტანს.

        რატომ უნდა მიმართოთ ექსპედიტორს?
       სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია თავისი შინაარსით საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზატორია. ექსპედიტორს არ გააჩნია არც საკუთარი ავტოპარკი, არც თვითმფრინავები და არც ტანკერები. მაგრამ ეს არ არის ნაკლი, ალბათ უფრო უპირატესობაა, ვინაიდან მას არ აწუხებს სატრანსპორტო საშუალებების მოვლის ყოველდღიური პრობლემები. ექსპედიტორები უფრო ოპერატიულები არიან. მათ გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვთ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან მსოფლიოს მასშტაბით და საჭირო დროს იმ სატრანსპორტო საშუალებას უკავშირდებიან, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე ახლოს იმყოფება დატვირთვის პუნქტთან. ამასთანავე, ექსპედიტორს აქვს ფასდაკლების სისტემა, რაც მას საშუალებას აძლევს კლიენტს გადაზიდვის დაბალი ფასი შესთავაზოს. ანუ ექსპედიტორი ფლობს ინფორმაციას ტვირთების შესახებ და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს  იმ ტვირთებს გადასცემს, რომელთა ტრანსპორტირებაც მოცემულ შემთხვევაშია ხელსაყრელი. ეს კი სატრანსპორტო დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა.


       ვორლდ ექსპრესი არა მხოლოდ ტვირთების გადატანის ორგანიზებაში, არამედ საჭირო საბუთების გაფორმებაშიც დაგეხმარებათ. ექსპედიტორებმა იციან საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები ტვირთების თანმდევი დოკუმენტებისადმი და იცნობენ საბაჟო პროცედურებს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა გააკონტროლონ საბუთების შევსების სისწორე და თავიდან აიცილონ პრობლემები ტვირთების საბაჟო გაფორმებისას.

    ორლდ ექსპრესი წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან!


 

 
გადაზიდვები
სახმელეთო
საკონტეინერო
საჰაერო
სახიფათო ტვირთები
არაგაბარიტული ტვირთები
შერეული ტვირთები
პარტნიორები
World Express Travel
ავტორიზაცია
სახელი
პაროლი
დამიმახსოვრე

პაროლის აღდგენა
ჩემი შეკვეთები

DoIT.ge

 
   
 
 
World Express © 2009. All rights reserved. 
Designed & Developed By DoIT.