„ვორლდ ექსპრესი“ 2009 წელს დაარსდა და საერთაშორისო გადაზიდვების
ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. კომპანია განვითარდა და დღეს „ვორლდ ექსპრესში“ ორი დეპარტამენტია: „ვორლდ
ექსპრეს ტრანსი“ და „ვორლდ ექსპრეს თრეველი“.
„ვორლდ ექსპრეს თრეველს“ ბევრი ამბიციური პროექტი აქვს. მაღალკვალიფიციური
გუნდის მიერ დაგეგმილი მოგზაურობები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე
ადამიანებზეა გათვლილი.
„ვორლდ ექსპრეს ტრანსი“ რეგულარულად და წარმატებით აწარმოებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებს ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებიდან ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. ჩვენ დაგეხმარებით ტვირთის გადაზიდვის ოპტიმალური ხერხის შერჩევაში ტვირთის სახეობის, გადაზიდვის ღირებულებისა და ვადის გათვალისწინებით. ჩევნ გადავიტანთ თქვენს ტვირთს საავტომობილო და საავიაციო ტრანასპორტით, ორგანიზებას გავუკეთებთ მულტიმოდალურ საზღვაო და საკონტეინერო გადაზიდვებს, მოგაწვდით შერეულ, არაგაბარიტულ და სახიფათო ტვირთებს. საჭიროების შემთხვევაში დავაზღვევთ ტვირთს და დაგეხმარებით ოპტიმალური სვლაგეზისა და ტრანსპორტის ტიპის შერჩევაში. თქვენს ტვირთს განვათავსებთ სატრანზიტო საწყობში და მოვაგვარებთ საბაჟო ფორმალობებს. საერთაშორისო გადაზიდვის მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები მუდმივ კონტროლს ახორციელებენ ტვირთის გადაადგილებაზე. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ნებისმიერ დროს იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის თქვენს სამუშაო კაბინეტში. იქ შესასვლელ პაროლს ჩვენი მენეჯერი მოგაწვდით.
„ვორლდ ექსპრესი“ საერთაშორისო გადაზიდვებს მხოლოდ გამოცდილი და შემოწმებულ გადამზიდავებს იყენებს, რაც საშუალებას იძლევა ტრანსპორტირება მაქსიმალურად კონტროლირებადი, საიმედო და დროული გახადოს.
ვორლდ ექსპრესი წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან!