31.01.11
ეგვიპტეში საზღვაო პორტები დახურულია
ეგვიპტეში ყველა საზღვაო პორტი დახურულია ქვეყანაში მიმდინარე არეულობების გამო. ამის შესახებ აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “Dow Jones Newswires”. „ ყველაფერი გაჩერებულია სუეციის არხის გარდა“-განუცხადა სააგენტოს ეგვიპტის ეროვნული სატვირთო ფორტის ასოციაციის „მიდხატ ალ-კადის“ გენერალურმა მდივანმა. დანიის სატრანსპორტო კონგლომერატის, „მაერსკის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები ეგვიპტის ტარვირთო ტერმინალებში შეწყვეტილია. საზღვაო ხაზების „ მაერსკის“, „საფრამარინისა“ და „დამკოს“ ეგვიპტის ოფისები, სადაც 7 ათასი თანამშრომელი ირიცხება, დაკეტილია. „ამ ეტაპზე ნორმალურ რეჟიმში მუშაობს სუეცის არხი“- განაცხადა არხის ადმინისტრაციამ. ტვირთების საშუალო გამტარობის შემთხვევაში, არხს ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში 5 მილიარდი დოლარი შეაქვს.
31.01.11
ტურისტული ლაინერები ეგვიპტის პორტებში არ შედიან
ევროპულმა და ამერიკულმა ტურისტულმა ლაინერებმა ეგვიპტის პორტში შესვლა ამ ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო გადადეს. მასობრივი გამოსვლები ეგვიპტეში, რომელიც 25 იანვარს დაიწყო, გამოწვეულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებით. ამით უკმაყოფილო მოსახლეობა რეჟიმის შეცვლასა და ქვეყნის პირველი პირის, ხოსნი მუბარაქის გადადგომას მოითხოვს, რომელიც ქვეყანას 30 წელიწადია მართავს. მღელვარებას თან ახლავს ყაჩაღობა და ხანძრები. ბოლო დღეებში რამდენიმე ტურისტული ლაინერი გეგმავდა შეჩერებას ალექსანდრიასა და აინ-სოხნიში, მაგრამ შექმნილი საფრთხის გამო შეცვალეს მარშრუტი. ისინი გაემართნენ კვიპროსისა და თურქეთის პორტებში, ეს ლაინერები გახლავთ იტალიური კომპანია „Costa Crociere” ტურისტული ლაინერი “Costa marina“ და „Costa allegra“, შვეიცარიული კომპანია “Msc Cruizeri” ლაინერი „Msc Splendida” და “Msc Magnifica”,და ამერიკული კომპანია „Norvwegian Cruise Line” -ის თბომავალი “Norwegian Jade”.
|