• ქართული
  • English
  • Russian
  • Simplified Chinese
 
 
   
 
 
logo
       
 
   
 
საკონტეინერო გადაზიდვები ბეჭდვა ელფოსტა

     ვორლდ ექსპრესი ახორციელებს ტვირთების მულტიმოდალურ გადაზიდვებს კონტეინერებით, რომლის დროსაც აერთიანებს საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირების სახეობებს მსოფლიოს სხვადასხვა პორტების გავლით. ასეთ შემთხვევებში 20 და 40 ფუტიანი სტანდარტული და 40 ფუტიანი HQ გამოიყენება.

    საკონტეინერო გადაზიდვები - ერთ-ერთი თანამედროვე და ყევლაზე უფრო ეკონომიურია ტრანსკონტინენტალური ტვირთების გადაზიდვისას. კონტეინერების გამოყენება ზრდის შერეული, ანუ მულტიმოდალური გადაზიდვების ეფექტურობას, ვინაიდან საშუალებას იძლევა შემცირდეს ტვირთის გადაზიდვასთან, შენახვასთან და ტრანზიტთან დაკავშირებული ხარჯები. საზღვაო ტრანსპორტით საკონტეინერო გადაზიდვები იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და ფაქტიურად შეუცვლელია აზიისა და ამერიკის ქვეყნებიდან ტვირთების სხვა კონტინენტებზე (ან პირიქით) გადაზიდვისას. 


     ვორლდ ექსპრესი ახორციელებს კონტეინერებით ტვირთის მიწოდებას „კარიდან კარამდე“ ამ სქემით საერთაშორისო გადაზიდვის შესრულება აგაცილებთ ყველა პრობლემას, რომელიც უკავშირდება ტვირთის გადატანის ორგანიზებას, სატრანსპორტო პროცესის წევრების კოორდინაციას, საბაჟო და საპორტო პროცედურების მოგვარებას.


    ვორლდ ექსპრესი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას განახორციელოს საერთაშორისო გადაზიდვები შემდეგი სქემით:
- მიაწოდოს კონტეინერი დასატვირთად;
- მოაგვაროს ყველა საპორტო და საბაჟო პროცედურა პორტებში და გააფორმოს საბაჟო და სასაქონლო დოკუმენტაცია;
- ორგანიზება გაუკეთოს საზღვაო გადაზიდვას;
- მიაწოდოს კონტეინერი დანიშნულების საწყობს გადმოსატვირთათ;
- დააბრუნოს ცარიელი კონტეინერი პორტში.

     საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების უპირატესობა:
- გადაზიდვის დაბალი ღირებულება;
- დიდი რაოდენობის ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა

     საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ნაკლოვანებები:
- შეზღუდულია გადაზიდვის სისწრაფე და დამოკიდებულია გემების პორტებიდან გასვლის გრაფიკზე;
- შეზღუდულია კონტეინერების ტიპები ტვირთის გადასაზიდად;
- დამოკიდებულია ამინდზე და პორტის ტვირთგამტარიანობაზე

   ვორლდ ექსპრესი წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან!  

 
გადაზიდვები
სახმელეთო
საკონტეინერო
საჰაერო
სახიფათო ტვირთები
არაგაბარიტული ტვირთები
შერეული ტვირთები
პარტნიორები
World Express Travel
ავტორიზაცია
სახელი
პაროლი
დამიმახსოვრე

პაროლის აღდგენა
ჩემი შეკვეთები

DoIT.ge

 
   
 
 
World Express © 2009. All rights reserved. 
Designed & Developed By DoIT.