• ქართული
  • English
  • Russian
  • Simplified Chinese
 
 
   
 
 
logo
       
 
   
 
არაგაბარიტული და არასტანდარტული ტვირთები ბეჭდვა ელფოსტა


     სატვირთო ტექნიკის უმრავლესობა გათვლილია შემდეგი პარამეტრების ტვირთების გადასაზიდად: სიგანე 2,45 მ, სიგრძე 13,6 მ, სიმაღლე 3,1 მ და წონა 24 ტონა. ტვირთები, რომელთა ზომები და წონა სცილდება ამ მონაცემებს, ითვლება არაგაბარიტულად. არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდად სპეციალური ტექნიკა და სათანადო ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებაა საჭირო. ამასთან, მსგავსი ტვირთების გადაზიდვისთვის საჭიროა მიმართულების დაგეგმვა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს სატრანზიტო ქვეყნების წესები არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის შესახებ. აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს გზად არსებული ხიდების სიმაღლე და სიგანე.

     ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვებს:
• საპროექტო/არაგაბარიტული ტვირთების დამუშავებას და ტრანსპორტირებას, როგორებიცაა მაგ. – ინდუსტრიული ტურბინები, ტრანსფორმატორები, დიდი ზომის მოწყობილობები, ლითონის მილები და სხვა სახის ლითონის კონსტრუქციები.
• რკინა და ფოლადი: ფოლადის ფურცლები, პროფილები, რკინის ხვეულები და ა.შ.
• ხე-ტყის ნაწარმი: ქაღალდი, მუყაო, მერქანი, ხე-ტყის მასალა, და ა.შ.
• მოძრავი ტექნიკა: სატვირთო ავტომობილები, ბეტონის მიქსერები, სასწრაფო დახმარების მანქანები, მუნიციპალური დანიშნულების მანქანები და ა.შ.
• სამშენებლო ტექნიკა: საბურღი მანქანები, ამწე მექანიზმები, ექსკავატორები, და ა.შ.
• ნაყარი მშრალი ტვირთი: გემის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფრახტვა მოგროვების საფუძველზე.

  ვორლდ ექსპრესი წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან!  

 
გადაზიდვები
სახმელეთო
საკონტეინერო
საჰაერო
სახიფათო ტვირთები
არაგაბარიტული ტვირთები
შერეული ტვირთები
პარტნიორები
World Express Travel
ავტორიზაცია
სახელი
პაროლი
დამიმახსოვრე

პაროლის აღდგენა
ჩემი შეკვეთები

DoIT.ge

 
   
 
 
World Express © 2009. All rights reserved. 
Designed & Developed By DoIT.